ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ავტობუსში ადგილობრივმა დამლაგებელმა კონვერტში მოთავსებული 300 ათასი ფუნტი იპოვა და ის მაშინვე პოლიციას გადასცა.
Dailymail.co.uk წერს, რომ როგორც ჩანს, თანხა, დაბნეულმა მგზავრმა დაკარგა. ინგლისური მედიის ცნობით, დამლაგებელს შეეძლო, მთელი ცხოვრება დაესვენა, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თანხა პოლიციას გადასცა. თანხა მის მფლობელს უკვე დაუბრუნეს.
