LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა

112
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ლონდონი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად ოფიციალურად დასახელდა – ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Resonance Consultancy-მ საკუთარ რეიტინგში World’s Best Cities 2026 განაცხადა.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა მსოფლიოს 270-ზე მეტი დიდი ქალაქი შეაფასეს. კვლევა 21 ათასზე მეტი ადგილობრივი მცხოვრებისა და მოგზაურის გამოკითხვას ეფუძნება. ქალაქები რამდენიმე მთავარი კრიტერიუმით შეფასდა – ურბანული გარემო, კულტურული და ტურისტული ცხოვრება, ბიზნესაქტივობა, ტრანსპორტი, ცხოვრების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

მეორე ადგილი ნიუ-იორკმა დაიკავა, მესამეზე პარიზი გავიდა, ხოლო მეოთხეზე – ტოკიო.

რეიტინგის ხუთეულს კი მადრიდი ასრულებს. კვლევის ავტორებმა განსაკუთრებით გამოჰყვეს მადრიდის კულტურული ცხოვრება – ქალაქი მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა ღამის ცხოვრებით, ხოლო მეშვიდეზე თეატრების, მუზეუმებისა და კონცერტების რაოდენობით.

მადრიდმა ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მწვანე სივრცეების კატეგორიებშიც. ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად დასახელდა Bosque Metropolitano – 75 კილომეტრიანი „ქალაქის ტყე“, რომელიც ესპანეთის დედაქალაქს გარს შემოერტყმება და დასრულების შემდეგ ევროპის ყველაზე დიდი ურბანული ტყე გახდება.

გარდა ამისა, ქალაქი აქტიურად ავითარებს ელექტრო ავტობუსების ქსელს, ველობილიკებსა და საფეხმავლო ზონებს.

საინტერესოა, რომ ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ორი ქალაქიც მსოფლიოს საუკეთესოთა ათეულში მოხვდა – ბარსელონა რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებს.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი 2026 წლის მიხედვით:

  • ლონდონი
  • ნიუ-იორკი
  • პარიზი
  • ტოკიო
  • მადრიდი
  • სინგაპური
  • რომი
  • დუბაი
  • ბერლინი
  • ბარსელონა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g