ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო ლაინერი დაეჯახა. გამოცემა „Dutch News”-ის ინფორმაციით, ლაინერები ლონდონისა და მადრიდის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ინციდენტის გამო რეისები გადაიდო.
ავარიაში ავიაკომპანიების Easyjet-ისა და KLM-ს ბოინგები მონაწილეობდნენ და ორივე მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ბუნებრივია, მგზავრები მაშინვე სხვა თვითმფრინავებში გადასვეს, აეროპორტმა კი ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ სხიპჰოლის აეროპორტში მსგავსი შემთხვევა წელს უკვე მეორედ ხდება. თებერვლის თვეში ერთმანეთს KLM-ს ორი ხომალდი დაეჯახა და გამოძიებას მიზეზები ჯერ კიდევ არ დაუდგენია.