LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

62

ლონდონში, გეტვიკის აეროპორტში საეჭვო ნივთების აღმოჩენის გამო ევაკუაცია გამოცხადდა, ინფორმაციას The Independent ავრცელებს. ადგილობრივი დროით 10 საათზე ასობით ადამიანი აეროპორტიდან გარეთ გამოუშვეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციამ დააპატიმრა ადამიანი, რომელსაც ჩანთაში იარაღი ჰქონდა.

პოლიციის პრესსპიკერმა The Independent -ს განუცხადა, რომ განგაშის მიზეზებზე ვერ ისაუბრებდა, თუმცა დაადასტურა, რომ ევაკუაცია ნამდვილად განხორციელდა „ხალხის დაცვის მიზნით.“

ლონდონის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი ტიმ ანვინი „ტვიტერზე“ წერს, რომ ინცინდენტი დაახლოებით 10 საათზე დაიწყო, როდესაც ტერმინალის პირველი სართული ჩაკეტეს და რეგისტრაცია შეაჩერეს. სრული ევაკუაცია კი ამის შემდეგ, 10 წუთში დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g