LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ცენტრში ძველი ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ

72
lndncnt

ლონდონში შეიქმნა ზონა, სადაც მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდეა შემცირებული. მსგავსი ადგილი მსოფლიოში პირველია და ის ლონდონის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.

იმისათვის, რომ ქალაქში ჰაერის მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, მერიამ საკმაოდ მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვა დაიწყო. ბენზინის ავტომობილები ევრო-4 ნორმას, დიზელის კი ევრო-6 ნორმას უნდა აკმაყოფილებდნენ, სხვა შემთხვევაში ქალაქში გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

ხოლო, იმ ავტომობილებს, რომლებიც ან ნორმებისგან შორს არიან, დაბალი გამონაბოლქვის ზონაში  გადაადგილებისას 15 ევროს გადახდა, სატვირთოებს კი 116 ევროს გადახდა მოუწევთ. კანონდამრღვევებს ჯარიმა 185-დან – 1,16 ათას ევრომდე დაეკისრებათ და თანხის ოდენობა ავტომობილის ტიპიდან გამომდინარე განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ყველას, მათ შორის ადგილობრივებსაც შეეხებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g