22 მარტს ლონდონში ტერაქტი მოხდა: უცნობმა ადამიანმა ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, შემდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კარებს დაეჯახა, მოგვიანებით კი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ პოლიციელს დაესხა თავს, რომელიც ჭრილობების მიღების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დამნაშავის ლიდკვიდირება ადგილზე მოახერხეს.
ცნობილი ადამიანები ლონდონის ტრაგედიას ეხმიანებიან:
დონალდ ტრამპი:
„მე ველაპარაკე პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის და მივუსამძიმრე. ჯერ-ჯერობით ის მტკიცედ არის“.
დევიდ ბექჰემი:
„სულ იმათზე ვფიქრობ, ვინც ამ ამბის შემდეგ ახლობლები დაკარგა. ვამაყობ ადამიანებით, რომლებიც გვიცავენ“.
კეტრინ ზეტა-ჯონსი
„დღეს ბიგ-ბენი ისეთივე ძლიერია, როგორც ბრიტანული ერი. ვლოცულობ თქვენთვის“.
კარა დელევინი:
„ვილოცოთ ლონდონისთვის“.
ნილ ჰორანი:
„დღეს დილით, ლოს-ანჯელესში უსაფრთხოდ მყოფი, ვფიქრობ ლონდონზე!“
უკანასკნელი მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხი მუდმივად იზრდება. დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ კი სკოტლანდ-იარდში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.