LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ტრაგედიის ადგილზე მისული ადელი დაზარალებულების დახმარებას ცდილობდა (ფოტო)

131

14 ივნისს, სრულიად მსოფლიო შეძრა ლონდონში მომხდარმა ხანძარმა, რომლის შედეგადაც 27 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულიად განადგურდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაშავდა.

ახლა, როდესაც ტრაგედია ჩავლილია, ბუნებრივია, მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა გუშინ, როდესაც მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობასა და ადამიანების გადარჩენას მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ, ქსელში ადელის ფოტოები მოხვდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებისთვის დახმარებას ცდილობდა. ფოტოები საკმაოდ ემოციურია, ბრიტანელი ვარსკვლავი ცრემლებს ვერ იკავებს.

ფოტოებს, რა თქმა უნდა, ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ამაყობენ მომღერლით და წერენ, რომ მას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე აქამდე. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g