LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

124
j7n6n894y7447yn

ლონდონის ცენტრში, ლანკასტერის სასახლეში, ევროპული ლიდერების სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, სერ კირ სტარმერი მასპინძლობს.

დისკუსიების ზუსტი დროის ჩარჩო ამჟამად არ არის განსაზღვრული, თუმცა ცნობილია, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე განსახილველი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ საჯაროვდება, მოსალოდნელია, რომ მთავარი თემები უკრაინაში ომის დასრულების პროცესში ევროპული ქვეყნების როლი და კონტინენტის ურთიერთობა აშშ-თან იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პრესკონფერენციას გამართავს.

ამასთანავე, ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღის მეორე ნახევარში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g