LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ჯეიმს ბონდის ექვსი ცვილის ფიგურა გამოიფინება

100

მადამ ტიუსოს ბრიტანული ფილიალი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპოზიციისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, მუზეუმის თანამშრომლები ერთდროულად ექვსი ცვილის ფიგურის წარსადგენად ემზადებიან,  უფრო კონკრეტულად კი საუბარია აგენტ 007-ზე. ჯეიმს ბონდს თავის დროზე ჯორჯ ლეზენბი, როჯერ მური, ტიმოთი დალტონი, შონ კონერი, პირს ბრისნანი და დენიელ კრეიგი ასახიერებდნენ. სწორედ მათი ცვილის ორეულები გამოჩნდება მუზეუმში.

პირველი კოლექტიური გამოსვლისთვის ჯეიმს ბონდებს ტრადიციულ პიჯაკებს ჩააცმევენ და ბაფთებს გაუკეთებენ. გამოფენა, რომელმაც სახელწოდება „007“ მიიღო, ოქტომბერში გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები