დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიები პირველად იღებენ მონაწილეობას ლონდონის საერთაშორისო თაფლის კონკურსში – London International Honey Awards 2021.
სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობას შემდეგი კომპანიები იღებენ – “ნენა”, “რუხი დედოფალი”, “ირინოლა და თაფლის კომპანია” და კოოპერატივი “კოდია”. კონკურსის შედეგები 17-18 მაისს გახდება ცნობილი. ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.