LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლოპოტას თასი – 2016”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

93

კახეთში ჩოგბურთის ტურნირი „ლოპოტას თასი – 2016“ დასრულდა.

როგორც ”ფორტუნას” “ლოპოტა სპა რეზორტიდან” აცნობეს, ქალ და ვაჟ ჩოგბურთელთა დუელები გულშემატკივრების ემოციების ფონზე მიმდინარეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ქალთა შორის წარმატება ნარინე ეტარიანმა, მამაკაცებში – გელა გელაშვილმა, ხოლო წყვილთა თანრიგში გელა გელაშვილმა და გიორგი გიორგაძემ მოიპოვეს.

ტურნირში I, II და III ადგილების მფლობელებს მედლები და სოლიდური ფულადი ჯილდო, ხოლო სხვა მონაწილეებს სპონსორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის საპრიზო ფონდმა 25 000 ლარი შეადგინა.

ჩოგბურთის ტურნირი 2 ოქტომბერს, “ლოპოტა სპა რეზორტზე” წვეულებითა და ხალხური სიმღერის აკომპანიმენტით დაიხურა. ღონისძიება “საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციისა” და სასტუმრო-კომპლექს “ლოპოტა სპა რეზორტის” ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდა და მასში მხოლოდ მოყვარული ჩოგბურთელები მონაწილეობდნენ.

”ლოპოტას თასი 2016”-ის გენერალური სპონსორები კომპანია APC და ARIC GROUP” იყვნენ.

mazda magti 5g