LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორდი საიდუმლოდ დაინიშნა (ფოტო)

111
11177858-0-image-a-84_1552998343352

მედია ლორდის საიდუმლო ნიშნობასა და მოახლოებულ ქორწილზე ალაპარაკდა. ამ დღეებში, ახალზელანდიელი შემსრულებელი, რომელიც 2016 წლიდან Universal Music-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ჯასტინ უორენს ხვდება, პაპარაცებმა მშობლიურ ოკლენდში, 33 წლის რჩეულთან ერთად დააფიქსირეს.

წყვილი ერთად მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ხალიჩებით ხელდამშვენებული სახლისკენ მიემართებოდნენ.

სწორედ ამ დროს კადრში 22 წლის ვარსკვლავის მარცხენა არათითიც მოხვდა, რომელსაც ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს. გაირკვა, რომ მუსიკოსი საიდუმლოდ დაინიშნა და სულ მალე მეგობრებისა და ახლობლების ვიწრო წრეში ქორწილის გადახდასაც აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები