ქსელში გაჩნდა ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალზელანდიელი მომღერალი ლორდი მორიგი სტუდიური ალბომის გამოსაშვებად ემზადება. მუსიკოსის რიგით მეორე დისკი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოვა. სხვა დეტალები ფირფიტის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.
რაც შეეხება ახალ სინგლს ალბომიდან, მისი გამოსვლა მარტის დასაწყისში იგეგმება.
ლორდის სადებიუტო დისკი „Pure Heroine“ გაყიდვაში 2013 წლის სექტემბერში გამოვიდა და ამერიკული Billboard 200-ის მე-3 პოზიციამდე ასვლა შეძლო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალბომის 3 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.