ახალზელანდიელმა მუდიკოსმა ლორდმა პრომო-თრექი „Liability“ გამოუშვა. სიახლე რიგით მეორე სინგლია მის ახალ დისკში „Melodrama“, რომლის წინასწარი შეკვეთა iTunes-ზე უკვე შესაძლებელია. ფირფიტა 11 სიმღერისგან იქნება შემდგარი და ის გაყიდვაში 30 ივნისს გამოვა.
ცოტა ხნის წინ, ლორდმა ლიდ-სინგლი „Green Light“ და მასზე გადაღებული კლიპიც გამოუშვა.