LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორდმა ახალი დისკი და მსოფლიო ტურნე დააანონსა

165
photo-collage.png (1)

თითქმის 4 წლიანი პაუზის შემდეგ, ლორდი ახალ დისკს გამოსცემს. Virgin – ასე ჰქვია ახალ ზელანდიელი არტისტის მეოთხე სტუდიურ ალბომს, რომელიც გაყიდვაში, 27 ივნისს ჩაეშვება.

ფირფიტის მთავარი ჩანაწერის – What Was That რელიზი, 24 აპრილს თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა. ვიდეოში მუსიკოსი, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს და მღერის.

შემსრულებელმა მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეც დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ Ultrasound World Tour სტარტს 17 სექტემბერს აიღებს და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ტურნე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ლორდმა პოპულარობა 2013 წელს, სადებიუტო სინგლის – Royals გამოშვებისთანავე მოიპოვა. მაშინ ის 16 წლის იყო. ჩანაწერი ,,გრემის” ორ, ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსის” ნომინაციებში გამარჯვებულად დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები