LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ ჰილი უკვე ბათუმშია!

189

ცნობილი ამერიკელი რიტმ ენდ ბლუზის, ჰიპ-ჰოპისა და სოულის შემსრულებელი, ჯგუფ ” Fugees” -ის ყოფილი წევრი, ლორენ ჰილი უკვე ბათუმშია!

ეს ამბავი განსაკუთრებული იმითაა, რომ შეიძლებოდა ეს კონცერტი ვერ შემდგარიყო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლორენ ჰილმა უარი თქვა საქართველოში ჩამოსვლაზე, თურქეთში დაძაბული სიტუაციის გამო. როგორც “ისტერნ პრომოუშენსში” გავარკვიეთ, ნამდვილად იყო იმის საშიშროება, რომ თურქეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, კონცერტი ჩაშლილიყო.

ლორენ ჰილი, საქართველოში გამოფრენამდე, ფინეთში, ჰელსინკში იმყოფებოდა. სწორედ იქ ჰქონდა კონცერტი. როგორც კი მედიამ თურქული მოვლენები გადმოსცა, “ისტერნ პრომოუშენსი” ოპერატიულად დაუკავშირდა ლორენ ჰილის აგენტს. კომპანიამ დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ პირდაპირ ფინეთიდან ჩამოეყვანა არტისტები. ლორენ ჰილის მენეჯერიც და მისი ბენდის რამდენიმე წევრიც საქართველოში მანამდე ნამყოფები იყვნენ და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი. ჩარტერული რეისით გუშინ, საღამოს რვა საათზე, ლორენ ჰილი, თავისი 26-კაციანი ჯგუფით, ბათუმში პირდაპირ ჰელსინკიდან ჩამოფრინდა.

მუსიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ. ლორენ ჰილმა დრო საკუთარი თავის მოწესრიგებას დაუთმო, რაც შეეხება მისი ბენდის წევრებს, ისინი კლუბ “თეიქ ფაივისკენ” გაეშურნენ, სადაც დიჯეი ლოჯიკი უკრავდა…

ღამის ორ საათზე, ყველასთვის მოულოდნელად, ლორენ ჰილის ბექვოკალისტები სცენაზე ავიდნენ და ბრწყინვალე რეპერტუარი შეასრულეს, ჩაკა კჰანის სიმღერებიდან დაწყებული, პრინცის კომპოზიციებით დასრულებული. “თეიქ ფაივში” გართობა დილამდე არ დასრულებულა.

რაც შეეხება ლორენ ჰილს, დღეს მალე ბენდს წევრებთან ერთად საუნდჩექს გაივლს, საღამოს კი, კონცერტს შემოგვთავაზებს, თავისი ცნობილი რეპერტუარით. ჰილისგან ბევრს უნდა ველოდოთ, რადგან შესანიშნავი ბენდითაა ჩამოსული და ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

ნინო მურღულია

mazda magti 5g