LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესის სარბოლო ლეგენდები

car

ლოს-ანჯელესი ფართო საზოგადოებისთვის ჰოლივუდური ფილმებითა და ვარსკვლავური გარემოთია ცნობილი, თუმცა ავტომოყვარულებმა ისიც იციან, რომ ყველაზე გამორჩეული სარბოლო სუპერქარებიც სწორედ შტატის ტერიტორიაზეა შექმნილი. სწორედ ამ იდეას დაეყრდნო გამოფენა – „ლოს-ანჯელესის ლეგენდები“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ საავტომობილო მუზემში იმართება. ექსპოზიცია ბევრ უცნაურ კონსტრუქციას, საოცარ ტექნიკურ გადაწყვეტილებებსა და მრავალფეროვნებას აერთიანებს და მსგავსი შედევრების ნახვა სხვაგან მართლაც შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები