LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს ანჯელესში 30 ათასამდე პედაგოგი გაიფიცა

ლოს-ანჯელესი

ლოს ანჯელესში მასწავლებლები გაიფიცნენ. აქციაში 30 ათასამდე პედაგოგი მონაწილეობს. ისინი ხელფასების გაზრდასა და კლასების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

გაფიცულები ასევე, მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკარების შტატების გაზრდას მოითხოვენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ლოს ანჯელესში ეს პედაგოგთა პირველი მასშტაბური გაფიცვაა, რომელიც 900-ზე მეტი სკოლის 500 ათასზე მეტ მოსწავლეს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g