კომპანია Lotus–მა, რომელიც ჩინური კონცერნის Geely–ს ნაწილს შეადგენს, სამომავლო ელექტროფიკაციის გეგმა გაამხილა. გეგმის მიხედვით მომავალი 5 წლის განმავლობაში 4 ახალი ავტომობილი გამოვა და რიგით პირველი კროსოვერი იქნება. ამ კროსოვერით მწარმოებელი სრულიად ახალი სეგმენტის ათვისებას გეგმავს. მოდელებს ახალ პლატფორმაზე Lotus Premium–ზე ააგებენ.
E სეგმენტის კროსოვერი Lotus–ის პირველი სიახლე გახდება და მისი დებიუტი 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. მას მოჰყვება ოთხკარიანი კუპე, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდება. შემდეგი იქნება კიდევ ერთი ყველგანმავალი, მხოლოდ D სეგმენტის და მას უკვე 2025 წლისთვის წარადგენენ. და ბოლოს, 2026 წელს ელექტრონულ ხაზს სპორტქარი Type 135 შეუერთდება.
„მწვანე“ ავტომობილებს ახალ არქიტექტურაზე lotus Premium–ზე ააგებენ. მოდელები 800 ვოლტიან ელემენტს მიიღებენ და სიმძლავრე 92–დან 120 კილოვატ საათამდე იქნება. 0–დან პირველი 100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად ასეთ ელექტროქარს 3 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.