LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-ის ხელმძღვანელმა სიჩქარეს გადააჭარბა, მაგრამ არ დასაჯეს

43

კომპანია Lotus-ის გენერალური დირექტორი ჟან-მარკ ჟალე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს, როდესაც ის მარკის ახალი მოდელის საჭესთან იყო, იქ სადაც 113 კმ/საათია დაშვებული, 164 კმ/საათით გადაადგილდებდა. თუმცა ჟალეს ადვოკატმა შეძლო მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ მისთვის საჯარიმო ქულები არ დაერიცხათ. მოსამართლემ 30 დღიანი მართვის აკრძალვა მიუსაჯა, წერს The Telegraph.

დიდ ბრიტანეთში საჯარიმო ქულები მაშინ ირიცხება, როდესაც საგზაო მოძრაობაში სასამართლო მძღოლს დამნაშავედ ცნობს. 12 და მეტი საჯარიმო ქულა მართვის მოწმობის დაკარგვას უდრის. ავტომაგისტრალზე სიჩქარის გადაჭარბება 3-დან 6 ქულამდე „ღირს“.

ჟალეს ადვოკატის თქმით, ეს მის კლიენტს მისცემს საშუალებას ახალი ავტომობილები ისევ გატესტოს. სასამართლომ ჟალეს ავტომობილის გამოცდისთვის სატესტო პოლიგონის გამოყენება ურჩია.

The Telegraph წერს, რომ ჟალესთვის ეს პირველი დარღვევა არ არის. გასული წლის იანვარში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მას 6 თვით აუკრძალეს საჭესთან დაჯდომა, 2014 წელს კი ხუთი საჯარიმო ქულა დაარიცხეს და 400 ფუნტ სტერლინგით დააჯარიმეს.

Lotus-ის ერთ-ერთი ბოლო სიახლე – Evora-ს ახალი მოდიფიკაციაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები