LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-მა ახალი კუპე წარმოადგინა

21

კომპანია Lotus-მა კუპეს Exige ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომლის სახელწოდებაცაა 350 Special Edition. იგი აგებულია Sport 350-ის ბაზაზე და 26 კგ-ით ნაკლებს იწონის ვიდრე მისი დონორი მოდელი.

კუპე დაკომპლექტებულია ახალი ლი-აიონ ბატარეებით და ასევე, ახალი სამუხრუჭე სისტემით, რომელიც გაცილებით წარმადია ვიდრე კომპანიის წინა მოდელებში გამოყენებული ანალოგიური სისტემა. მოდელში ასევე შეიცვალა აეროდინამიკური ელემენტი. კუპე აღჭურვილია 3.5 ლიტრიანი V6 ტიპის აგრეგატით, რომელიც 350 ცხენის ძალის სიმძლავრისა და 400 ნმ ბრუნის სისწრაფისაა. ახალი ,,ლამაზმანი’’ 1099 კგ-ს იწონის.

100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 3.9 წამში ანვითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 274 კმ/სთ-ს შეადგენს.

კომპანია მოდელის შეზღუდული რაოდენობით წარმოებას გეგმავს. ოფიციალური წარმომადგენლობის ცნობით, ავტომობილის მხოლოდ 50 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ევროპის კონტინენტზე გაიყიდება. მისი ფასი 81900 ევროს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები