LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lotus-მა ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო სპორტქარი წარმოადგინა

21

ბრიტანულმა საავტომობილო კომპანიამ Lotus განაცხადა, რომ მარკის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი საგზაო სორტული ავტომობილი წარმოადგინა. ავტომობილი, რომლის სახელწოდებაა Lotus 3-Eleven 430 აღჭურვილია 6 ცილინდრიანი კომპრესორული აგრეგატით. ის გაყიდვაში ლიმიტირებული ტირაჟით ჩაეშვება – სულ 20 ეგზემპლარი აიწყობა. Lotus 3-Eleven 430-ის საფუძველი მსუბუქი პლატფორმა გახდა, რამაც მისი წონა შეამცირა და ახლა ის 920 კილოგრამს იწონის.

ავტომობილის მამოძრავებელ ძალას 3,5 ლიტრის მოცულობის ძრავი წარმოადგენს, რომელიც 436 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავისთვის ექვს საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია გათვალისწინებული. ას კილომეტრს Lotus 3-Eleven 430 3,2 წამში კრებს, სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/საათია.

სიახლის ფასი 102 000 ფუნტი სტერლინგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები