კომპანია Lotus-მა სადღესასწაულო პერიოდის აღსანიშნავად ვიდეო რგოლი გამოუშვა. ვიდეოში მოდრიფტავე Evora GT410-ია ასახული და სპორტქარი ნაძვის ხის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს.
მიღებული განახლებების დამსახურებით Lotus Evora GT410 Sport ჩვეულებრივ კუპე 410 sport-ზე 28 კგ-ით უფრო მსუბუქრი გამოვიდა. მოდელი 3.5 V6 ძრავით აღჭურვეს და მას 416 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0-დან 96 კმ-ს Evora 3,9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოში Evora-ს გარდა Lotus-ის ორი ცნობილი მოდელის – Espirit-სა და Lotus-ის ბოლიდის – 72-ის ნახვაცაა შესაძლებელი.