LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Louis Vuitton-მა პირველი „ჭკვიანი“ საათი გამოუშვა (ფოტოები)

245

ფრანგულმა მოდის სახლმა  Louis Vuitton-მა თავისი პირველი „ჭკვიანი“ საათი გამოუშვა. სიახლის სახელწოდება Tambour Horizon გახდა და ის Tambour-ის ხაზს განეკუთვნება, რომლის დებიუტიც 15 წლის წინ შედგა.

საათზე ასევე კომპანიებმა Google და  Qualcomm Technology იმუშავეს. Tambour Horizon თავსებადია Apple-სა და Android-ის მოწყობილობებთან და ავტონომიურ რეჟიმში მას ერთი სრული დღე მუშაობა შეუძლია.

კომპანიის უფროსის, მაიკლ ბერკის თქმით, მათ ორი არჩევანი ჰქონდათ: ან თვალი ედევნათ მიმდინარე მოვლენებისთვის, ან ეცადათ და საკუთარი გავლენა მოეხდინათ, მათ მეორე აირჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები