LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლტოლვილები ირანიდან, ომში ჩართვა თუ რუსული  გავლენების გაძლიერება – რა ელოდება საქართველოს აშშ-ირანის ომის შემთხვევაში

652
ირანი ამერიკა

სიკვდილი ამერიკას“, „არავის შერჩება გენერალ სოლეიმანის სისხლი“, „გაგანადგურებთ“ – მეოთხე დღეა მთელი მსოფლიო ირანი-ამერიკის დაპირისპირებას შიშით აკვირდება და წერტილოვანი სამხედრო დარტყმების ომში გადაზრდას არ გამორიცხავს. ერთი შეხევდვით, დილეტანტის თვალით, შეიძლება ვინმემ იფიქროს, ორი ქვეყნის დაპირისპირება ჩვენნაირ პატარა ქვეყანას რატომ უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ცოტას თუ დავფიქრდებით, გაგვახსენდება, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მეორე მხრივ ყველასთვის ცნობილია, ირანის ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ინფორმაცია და ამერიკის შეერთებული შტატების მწვავე დაპირისპირება ირანთან სწორედ ამ საკითხის გამო. არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ არსებობს ოკუპანტი რუსეთი, რომელიც მხარს ირანს დაუჭერს.

დაიწყება თუ არა ამერიკა-ირანის ომი, სად იქნება საქართველო, არის თუ არა ირანიდან ლტოლვილების შემოსვლის საშიშროება და რა კავშირშია ამ ყველაფერთან რუსეთის გავლენების მოსალოდნელი გაძლიერება საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. რადიო „ფორტუნამ“ საერთაშორისო ექსპერტების კომენტარების გარდა, ყველა იმ ფაქტს მოუყარა თავი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა.

რამ გაამწარა ირანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებით, ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ირანის ერთ-ერთი გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენარალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. ეს იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ირანი ისე გაამწარა, არა მხოლოდ იერიში მიიტანეს ბადღადში ამერიკის საელჩოზე, არამედ მუქარა ამ დრომდე გრძელდება. ირანის პარლამენტში ისმოდან შეძახილები – „სიკვდილი ამერიკას“.

საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყუდსი, რომელსაც სოლეიმანი ხელმძღვანელობდა, ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. თავად სოლეიმანზე კი ამბობდნენ, რომ ერაყში დაახლოებით 600 ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

მოსალოდნელია თუ არა ამერიკა-ირანის ომი

საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება წერტილოვანი დარტყმების დონეზე დარჩება და ის ომში არ გადაიზრდება. აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალისტი გიორგი სანიკიძე ამბობს, რომ ომის დაწყება ირანს არ აწყობს. სანიკიძე ინციდენტებს არ გამორიცხავს, მაგრამ სერიოზულ სამხედრო დაპირისპირების მოლოდინი არ აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგადად, ირანს არ აქვს ისეთი სამხედრო მომზადება და აღჭურვა, რომ ომი უნდოდეს.

სად არის ამ დროს საქართველო

საერთაშორისო ექსპერტები გვაიმედებენ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ომის დაწყების შემთხვევაშიც კი, დასავლეთს ყურადღება უფრო ახლო აღმოსავლეთზე ექნება გადატანილი და არა შავი ზღვის რეგიონზე, სადაც საქართველოა. ექსპერტები არც ირანიდან ლტოლვილების შემოდინებას ელიან და ფიქრობენ, რომ ეს ნაწილობრივ უკვე საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო ექსპერტი აცხადებს, რომ აქ საფრთხე სხვაგან იმალება. ნიკა ჩიტაძის თქმით, თუ პროცესები სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა, სანამ დასავლეთი ყურადღებას ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანს, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენა გააძლიეროს.

საქართველოს როლი მსოფლიოში და გახარიას გადასადგმელი ნაბიჯები - Washington Times სტატიას აქვეყნებს

გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე გაუძღვეს.

„დაძაბულობა აწყობს რუსეთს, რადგან ირანის გარშემო შექმნილი სიტუაცია ხელს შეუწყობს მსოფლიო ნავთობის გაძვირებას. ჩვენ გვახსოვს, ერაყში დაძაბულობისა და ირანის ბირთვული პროგრამის გამო, როგორ გაიზარდა ნავთობზე ფასები, რის შემდეგაც რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა”.

საერთაშორისო ექსპერტი მიიჩნევს, რომ აშშ ირანზე სახმელეთო შეტევას არ განახორციელებს.

სავარაუდოდ, მოსალოდნელი იქნება სარაკეტო დარტყმები ირანის ტერიტორიაზე, რადგან სახმელეთო ტიპის ოპერაციების შემთხვევაში, ამერიკას დიდი ხნით მოუწევს ომში ჩართვა“, – ამბობს ნიკა ჩიტიძე.

რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ ჩატარებული ერთობლივი წვრთნების შემდეგ, ექსპერტები ამბობენ, რომ ირანს შეიარაღებას რუსეთიც მიაწვდის და მის მხარეს დადგება ჩინეთიც.

რაც შეეხება საქართველოს, ჩიტიძე თვლის, რომ

ჩვენ ნეიტრალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ. მისი თქმით, არავითარი პროამერიკული და მით უმეტეს პროირანული განცხადება არ უნდა გაკეთდეს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ სამხედრო აღჭურვილობაზე ორი ტრილიონი დოლარი აქვს დახარჯული და თუ ირანი ამერიკულ ბაზას თავს დაესხმება, ამ „ახალთახალი აღჭურვილობის ნაწილს მათკენ მივმართავთ… ყოყმანის გარეშე“ – დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ირანს ომი არასდროს მოუგია. ამ დრომდე ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მწვავე განცხადებები და წერტილოვანი სამხედრო დარტყმები გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g