LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდი ალცგეიმერისა და პარკინსონის სინდრომს ამარცხებს

18

შვედი და ფინელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლუდი ადამიანს ალცგეიმერისა და პარკინსონის დაავადებების პრევენციაში ეხმარება. ეს ალკოჰოლური სასმელი ორგანიზმში ამილოიდების წარმოქმნას აფერხებს, თუმცა კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამ კვლევის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Alcoholism: Clinical and Experimental Research აქვეყნებს.

მეცნიერებმა კვლევაც ჩაატრეს, სადაც 35-დან 70 წლამდე ასაკის 125 მამაკაცს აკვირდებოდნენ. მკვლევარები ცდილობდნენ დაედგინათ, რა კავშირია ალკოჰოლური სასმელების მიღებასა და თავის ტვინში ბეტა-ამილოიდების გამრავლებას შორის. სწორედ ამ უკანასკნლის მოჭარბება იწვევს ალცგეიმერის სინდრომს .აღმოჩნდა, რომ ყველა გამოკვლეულის თავის ტვინში შეინიშნებოდა ბეტა-ამილოიდების მოჭარბება, თუმცა ალკოჰოლის მიღებასთან ერთად მათი რაოდენობა იკლებდა. საინტერესოა ისიც, რომ ეს ტენდენცია შეინიშნებოდა მხოლოდ ლუდის მიღების შემეგ, რადგან სხვა ალკოჰოლურმა სასმელებმა ბეტა-ამილოიდებზე გავლენა ვერ მოახდინა. ამავე დასკვნამდე მივიდნენ ჩინელი მეცნიერებიც, რომელთა მტკიცებითაც ლუდი შეიცვას სპეციალურ ნივთიერებას, კსანტოგუმოლს, რომელიც ადამიანს ერთდროულად პარკინსონისა და ალცგეიმერის სინდრომისგან იცავს.

მიუხედავად ამ კვლევისა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ალკოჰოლი (ნებისმიერი დოზით და ფორმით) გამანადგურებელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები