LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუდი უნდოდათ „ნისიად“, ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი” – დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

181
tw4ey7468u

დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.

მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის „ნისიად“ მიცემაზე უარი უთხრა.

„ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ „ნისიად“. ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, რადგან ადგილზე უფროსი არ იყო. შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, დამარტყამდნენ. ამ ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და უთხრა, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა არ შეიძლებოდა. მათ მამამთილს ცემა დაუწყეს. პოლიციას გამოვუძახეთ. ჩვენებაც მივეცი. მოგვიანებით უკვე ამ ბიჭებთან ერთად 40-მდე ახალგაზრდა მოვიდა. ხელკეტებით იყვნენ. ყველაფერი დალეწეს”, -განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g