თბილისში გერმანული ლუდის მოყვარულებისთვის ახალი რესტორანი ”გრუნერი” გაიხსნა.
რესტორანში მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ გერმანული ლუდები: ”გრუნერი” და ”ტუხერი” .
”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას რესტორნის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც მისულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს, ლუდებსა და ქართული სამზარეულოს კერძებს სთავაზობენ.
ლუდის გარდა, რესტორანი გაძლევთ შესაძლებლობას მიირთვათ ბარმენის მიერ მომზადებული კოქტეილები.
ამას გარდა, ”გრუნერში” თუ პარასკევს ან შაბათს მიბრძანდებით რესტორანი ცოცხალი მუსიკით გიმასპინძლებთ.
შეგახსენებთ რომ, რესტორანი გამსახურდიას გამზირზე (ყოფილი გაგარინის გამზირი), 41-ნომერში მდებარეობს..