LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდის სახლი ”ვარაზი” მომხმარებელს ”პაულანერს” მუხის კასრში სთავაზობს

798

ლუდის სახლი ”ვარაზი” მომხმარებელს ”პაულანერს” მუხის კასრში სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” ლუდის სახლის დირექტორმა ვანო გარსევანიშვილმა განუცხადა, ”პაულანერის” დაგემოვნება მომხმარებელს მუხის კასრში მხოლოდ ”ვარაზში” შეუძლია და ეს არის ინოვაცია ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის.

”ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ლუდის რამდენიმე სახეობას, რომლებიც არის უმაღლესი ხარისხის და გერმანიიდან ჩამოგვაქვს. რაც შეეხება კერძებს, მათ მოსამზადებლად სამუშაო ნედლეულს, მაგალითად: ძეხვებს, ყველს, კანჭებს და სხვა, იტალიაში ვყიდულობთ. გვყავდა იტალიელი მზარეულიც, რომელმაც ჩვენი კადრები გადაამზადა და კვალიფიკაცია აუმაღლა”, – აღნიშნა ლუდის სახლის დირექტორმა.

როგორც გარსევანიშვილმა განმარტა,  ლუდის სახლში ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და ”ვარაზს” საბაზრო ფასი უჭირავს.

”ჩვენთან შემოსული კლიენტი ფასის გამო უკან ნამდვილად არ გაბრუნდება. პირიქით, ამ ფასად ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ხარისხის პროდუქტს, ნამდვილად ვერ დააგემოვნებთ. გარდა ამისა, მომხმარებელს სამარხვო მენიუს ფართო ასორტიმენტსაც ვთავაზობთ”, – განმარტა ვანო გარსევანიშვილმა.

მისივე თქმით, ლუდის სახლი თბილისის მასშტაბით გაფართოებას გეგმავს და უახლოეს მომავალში ახალ ობიექტს გახსნის.

ლუდის სახლი ”ვარაზი” 2015 წლის 18 ივნისს გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g