არაღიარებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის „სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“ აღიარა.
მედიის ინფორმაციით, ლეონიდ პასეჩნიკმა „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ დაავალა აფხაზეთთან „დიპლომატიური ურთიერთობებზე“ მოლაპარაკება დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები „დამოუკიდებლებად“, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.
