LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუის ჰამილტონი Ferrari-ს ახალი სუპერქარს შექმნის

107
ლუის ჰამილტონი Ferrari-ს ახალი სუპერქარს შექმნის

ფორმულა-1-ის 7 გზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი Ferrari-ს ახალ საგზაო სუპერქარს შექმნის. სპორტსმენმა, რომელიც ამჟამად Scuderia Ferrari-ს სახელით გამოდის, თავისი მომავალი მოდელის ინდექსი უკვე მოიფიქრა – F44. ინდექსი ერთდროულად რამდენიმე მინიშნებას აერთიანებს და თუკი პროექტი დღის შუქს იხილავს, სუპერქარი იტალიური მწარმოებლის ექსკლუზიური მანქანების კოლექციას შეავსებს.

ჰამილტონის ჩანაფიქრით, Ferrari F44 საკულტო F40-ის თანამედროვე ვერსია უნდა გახდეს. ამასთან, მოდელი მექანიკურ ტრანსმისიას შეინარჩუნებს.

ბრიტანელმა დააზუსტა, რომ პროექტზე მუშაობას რამდენიმე წელს მიუძღვნის. ამასთან, ამ დროისთვის მომავლის ავტომობილის არანაირი ტექნიკური დეტალი არ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ ახალი ავტომობილი პლატფორმა LAferrari-ზე აიგება და ჰიბრიდული სისტემა არ ექნება.

ლუის ჰამილტონი იტალიური ბრენდის დიდი ხნის თაყვანისმცემელია. ავტო მრბოლელი კოლექციაში უკვე არის LaFerrari Aperta და 599 GTO.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები