LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუის ჰემილტონმა კანადაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

23

კანადის Formula 1-ზე, გრან-პრის მფლობელი გახდა Mercedes-AMG-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი. ეს გამარჯვება ბრიტანელი სპორტსმენისთვის ამავე ტრასაზე მეხუთე იყო, ხოლო ამ სეზონზე მეორე.

მეორე ადგილზე გავიდა Ferrar-ის პილოტი – სებასტიან ფეტელი. გერმანელი მოწინავე პოზიციაზე რალის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, თუმცა იგი ცოტათი ჩამორჩა ბრიტანელ სპორტსმენს და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მეორე ადგილზე. პირველი სამეული დაასრულა უილიამს ვანტერ ბოტასმა.

ჩემპიონატის ადრინდელმა ლიდერმა – ნიკო როსბერგმა, კანადაში ჩატარებული შეჯიბრი მეხუთე პოზიციით დაასრულა.

ღონისძიებაზე მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა Mercedes-AMG. გერმანული ავტომწარმოებლის მხარეს 223 ქულა იყო, რაც 76-ჯერ მეტი იყო Ferrari-ს რაოდენობაზე.

ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი – ევროპის გრან-პრი – გაიმართება ბაქოში 17-დან 19 ივნისამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები