ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, დაიღუპა ანსამბლის ყოფილი წევრი ლუკა ნოზაძე.
„ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანსამბლის ყოფილი წევრის, ლუკა ნოზაძის გარდაცვალების გამო.
განუზომელია ჩვენი ტკივილი და მწუხარება. სამძიმარს ვუცხადებთ ლუკას ოჯახს და მის მეგობრებს.
ლუკა, ჩვენო საყვარელო, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცო, მუდამ გვემახსოვრები“, – წერია სამძიმრის პოსტში.