LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუკა კურტანიძე 4 ბრალიდან ერთს – ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს, ინანიებს, მაგრამ ძალიან მძიმე პროვოკაციის მსხვერპლი იყო… როგორც დამსახურებული ადამიანი, ითხოვს შენდობას საზოგადოებისგან“ – ადვოკატი

165
ლუკა კურტანიძე

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ელდარ [ლუკა] კურტანიძეს ბრალი დაუმძიმდა – როგორც დღეს ლუკა კურტანიძის ადვოკატის მიერ გახდა ცნობილი, წარდგენილ სამ მუხლს, რამდენიმე დღის წინ დაემატა კიდევ ერთი, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.

ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ლუკა კურტანიძის ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ კურტანიძე წაყენებული 4 ბრალიდან ერთს – ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს, დანარჩენს სამს კი არა.

ადვოკატის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე საკუთარ ქმედებას ინანიებს და „შენდობას ითხოვს“.

„ლუკა კურტანიძეს 4 ნაწილით აქვს ბრალი წაყენებული. ეს არის ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, ნივთის დაზიანება, საკუთრების მფლობელობის დარღვევა და შემაკავებელი ორდენის დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ სამ ნაწილში ბრალს არ ვაღიარებთ. ელდარ კურტანიძემ აღიარა და ჩვენც ვაღიარებთ 126-ე ნაწილს, რაც ძალადობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი დაზარალებულის მხრიდან და ინანიებს თავის ქმედებას. მიაჩნია, რომ არაპროპორციულად უპასუხა, გარკვეული ფიზიკური შეხება მოხდა და არა იმ ფორმით, რომ მძიმე დაზიანება მიეღო ქალბატონ ხათუნას, მაგრამ იყო ძალიან მძიმე პროვოკაციის მსხვერპლი. ამ პროვოკაციაზე მისი პასუხი იყო არაპროპორციული და ფიქრობს, რომ თავი მეტად უნდა შეეკავებინა. საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე ინანიებს საკუთარ ქმედებას. როგორც საჯარო პირი, როგორც დამსახურებული ადამიანი, როგორც გარკვეული ავტორიტეტის მქონე და გარკვეული მისწრაფებების მქონე ადამიანი ითხოვს შენდობას საზოგადოებისგან და განიცდის მის ამ ქმედებას. ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს“,- განუცხადა ივანე მეფარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ადვოკატის ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.

ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მე გადმომიგზავნეს მისი ხმოვანი შეტყობინება, სადაც ამბობდა, რომ ჩემთვის შვილი უნდა მოეკლათ“ – ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე

ხათუნა მიქაცაძე: „მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან… აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც მის შვილებს, ქონებიდან ჩემი წილი ვაჩუქე“

ადვოკატი: „ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს – ეს ქალბატონი პროვოკატორად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g