საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე სალომე ლაშხი შვილს ელოდებიან.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ვიდეოდან გახდა ცნობილი, რომელსაც თავად ფეხბურთელიც აზიარებს.
კადრები ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზეა გადაღებული. ვიდეოში ლუკა ლოჩოშვილი და სალომე ლაშხი სტადიონზე იმყოფებიან, სადაც სალომეს უკვე ეტყობა ორსულობის მუცელი.
