LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ნაჭყებია: „ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი“

174
ლუკა ნაჭყებია

„მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ , და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი“, – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ… ან ვერ იღებთ.. იცოდეთ

მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ…

მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარებები დაუკეტონ…

ასევე ნახეთ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს

მეც მეშინია, მარა იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ , და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი…

სპორტსმენებო, არტისტებო , საზოგადო სახეებო ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ… მარა არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგეხარ…“ – წერს ლუკა ნაჭყებია.

ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ… ან ვერ იღებთ.. იცოდეთ მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ… მეც…

Posted by Luka Nachkebia on Tuesday 16 April 2024

პოპულალურები