LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლუკა პოლარემ” შოკოლადის ნაყინების ასორტიმენტი გაამრავალფეროვნა

300

ნაყინის სეზონის დაწყებისთანავე  ”ლუკა პოლარემ” საკუთარ მომხმარებელს ნაყინის ახალი სახეობები შესთავაზა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, სიახლეებია შოკოლადის ხაზის მიმართულებით.

”გავამრავალფეროვნეთ შოკოლადის ნაყინების ასორტიმენტი. ჩვენთან მოსულ სტუმარს  ნაყინის 4-5 ახალი სახეობის დაგემოვნება შეუძლია. მაგალითად, სიახლეა შოკოლადი თხილითა და თაფლით, ასევე ”ბანანი ქარით”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ნაყინის ახალი სახეობები მომხმარებელმა კარგად მიიღო და მათზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ”ლუკა პოლარეში” განმარტეს, ცდილობენ პროდუქცია არ გააძვირონ,  შესაბამისად, ფასები იგივე დარჩა.

კომპანიაში სამომავლო გეგმებიც აქვთ გაფართოების კუთხით, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებს არ ასაჯაროებენ.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ ქართული ბრენდია და ის  ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. კომპანიამ მომხმარებელს იტალიური და გერმანული რეცეპტებით დამზადებული ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები შესთავაზა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ნაყინს უმაღლესი ხარისხის ნედლეულითა და ბუნებრივი არომატიზატორებით ამზადებენ.

ამ ეტაპზე ”ლუკა პოლარე” მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი და 4 ფილიალს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g