LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა შონიამ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო საქართველოს ნაკრებს

326
22cfcafc7f824b7453e230dd948b385a_XL (1)

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ -75 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ლუკამ პირველ ტურში იტალიელი (3:0) დაამარცხა, იმავე ანგარიშით კი პოლონელ სპორტსმენს სძლია. ფინალში კი ლუკა შონიამ უკრაინელი სპორტსმენი (3:0) დაამარცხა.

ამჟამად, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g