LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: რუსეთი უკრაინას სთავაზობს გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია

399
FDGHE

რუსეთი სთავაზობს უკრაინას ისეთ რაღაცებს, როგორიც ბელარუსში ხდება. ანუ, უკრაინა უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსი. გარკვეული ნიუანსებით, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონური მედია TBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

“ის არ უნდა იყოს რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმი, პირველ რიგში. მას არ უნდა ჰქონდეს ბირვული იარაღი, არ უნდა უქმნიდეს რუსეთს საფრთხეს. უკრაინაში მცხოვრებ ხალხს ნებისმიერ ენაზე საუბარი უნდა შეეძლოთ…

არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვავდეს იქ ნაციზმი, რათა ის ფაშიზმში არ გადაიზარდოს, რომელიც წინა საუკუნის შუა წლებში გადავიტანეთ.

რა არის აქ ცუდი? თუმცა რუსეთი ახლა სთავაზობს უკრაინას მოლაპარაკებას. არ შეთანხმდება უკრაინა რუსეთთან? გავიმეორებ, მოაწერენ ხელს კაპიტულაციაზე. ახლა შესაძლოა ერთადერთი მომენტია, რომ უკრაინა შექმნილი ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდეს. თუ ეს მომენტი გაფლანგული იქნება, ალბათ ასეთი სიტუაცია მეტჯერ აღარ იქნება. ამიტომ უკრაინა ამ მომენტს უნდა ჩაეჭიდოს. ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვისაც, რუსეთისთვისაც და ბელარუსისთვისაც”, – თქვა ლუკაშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები