„ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა“, – ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა მეშვიდე ვადით ოფიციალურად დაიკავა.
ალექსანდრ ლუკაშენკო: „ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ – ისინი მთელი ცხოვრება ქალებს აკვნიდან უყურებდნენ“
„მათ [ქართველების] სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში.“
„ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს, ჩვენი ხალხის ნამდვილი საქმისა და ინტერესების დიქტატურაზე. ბელარუსში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ დემოკრატიას სტანდარტს უწოდებს“. – განაცხადა ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 86.82%-ით გაიმარჯვა.