LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკოს მეგობარი და მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფოს ღალატსა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების გამო დააკავეს

68
იგორ დოდონი და ალექსანდრ ლუკაშენკო

მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს კიდევ ერთი მეგობარს, მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონი დააკავეს.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა მარიანა კორპეკმა განაცხადა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იგი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატსა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაში. მედიის ცნობით, დღეს, 24 მაისს, დილით მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა და ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური დოდონის სახლსა და 11 სხვა შენობაში კორუფციაში, უკანონო გამდიდრებასა და სამშობლოს ღალატში ჩხრეკას აწარმოებდნენ.

18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდაველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი.  მიზეზი 2019 წელს გადაღებული ვიდეოები გახდა. ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოში პლახოტნიუკი ცდილობდა იგორ დოდონისთვის, მაშინდელი პრეზიდენტისთვის, შავი პაკეტი გადაეცა.

დოდონი პაკეტს არ შეხებია და უთხრა: „ისევ ჩანთით ხარო“? ასევე სთხოვა გადაეცა რომელიმე „კოსტიასთვის“. ვიდეოში დოდონი და პლახოტნიუკი ასევე განიხილავენ პარლამენტში კოალიციის შექმნას, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნებოდა. TV-8-ის ცნობით, დოდონმა განაცხადა, რომ ის „მუდმივად წერს შენიშვნებს პუტინს“.

ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყო , თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ თავდაპირველად დანაშაული არ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. დოდონი ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g