LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს – სოფო ბაკურაძის ახლობელი

1047
ფორტუნა - 2023-08-13T125307.698

სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი. გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

სოფო ბაკურაძის ოჯახის ახლობელი მედიასთან პატარა ლუსიზე უყვება, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ დედა კევს ან კანფეტს მიუტანს.

„23 წლის სოფო ბაკურაძე შოვში მუშაობდა. ცხოვრობდა გლოლაში მშობლებთან დედმამიშვილთან და თავის ლუსისთან ერთად. ზრდიდა ბავშვს მარტო. იყო მარტოხელა დედა. ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში, დამლაგებლად მუშაობდა.

3 აგვისტოს დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, მას მერე არავის გვინახავს. ვეძებდით ცხედარს. ამოცნობაზე ვიყავით წასული და დავრწმუნდით ნამდვილად, რომ ჩვენი სოფო იყო. გუშინ მოხდა გადმოსვენება. ამ დღეების განმავლობაში დნმ-ის პასუხს ველოდებოდით. სამშაბათს არის დაკრძალვა. ბავშვი ისევ ონში იმყოფება ახლობლებთან, რომ  სტრესი არ მიიღოს და ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს“. – ამბობს ოჯახის ახლობელი მედიასთან საუბარში.

შოვში 23 წლის სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა

„3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს — ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული…“ — შოვში 23 წლის სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა

Posted by Formula • ფორმულა on Sunday, August 13, 2023

 

„ჩვენი ლუსის დედა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g