პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ “ლუტეციაში” ბრენდ CLARINS-ის დღეები დაიწყო. აქციის ფარგლებში, 31 მარტსა და 1 აპრილს მომხმარებელი შეძლებს, რომ აღნიშნული ბრენდის პროდუქციაზე გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლობს.
”მხოლოდ ორი დღე, ”ლუტეცია” ყველა ფილიალში განსაკუთრებული ფასებით, საჩუქრებითა და სიურპრიზებით გელოდებათ. CLARINS-ის პროდუქციაზე მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას, ამასთან ყოველ შენაძენზე გელით განსაკუთრებული საჩუქარი”, – აცხადებენ ”ლუტეციაში”.
მათივე ცნობით, CLARINS არის ფრანგული ბრენდი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში არ თმობს პირველობას და დამსახურებულად ინარჩუნებს ლიდერი ბრენდის სტატუსს თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის საშუალებებში.