LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

60
ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

მედიის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ლვოვის რეგიონში უკრაინისა და ნატო-ს წევრი 15 სახელმწიფოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

სამხედრო წვრთნები გეტმან პიოტრ საგაიდაჩნის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „Rapid Trident-2021“-ის მრავალეროვანი ბატალიონის ტაქტიკური წვრთნები ცოცხალი ცეცხლის თანხლებით პირველად გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია უკრაინელი და ამერიკელი მედესანტეების ერთობლივი დაშვება აშშ-ს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავიდან „Lockheed C-130 Hercules“-დან.

წვრთნებში დაგეგმილია ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატების მონაწილეობაც, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიიდან აფრინდებიან და  სხვადასხვა დავალებებს სახელმწიფო საზღვარზე შეასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g