LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლვოვში საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

117
eleqtroenergiaaa

უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსეთის საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ლვოვის მერი ანდრი სადოვი „ტელეგრამში“ წერს.

„სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ელექტროქვესადგური დაზიანდა – ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, – აღნიშნავს მერი.

უკრაინის რკინიგზა კი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს, რამაც შეფერხებები გამოიწვია. მატარებლები ლვოვის შესასვლელთან არიან გაჩერებულები.

„მტრის მიერ განხორციელებული რკინიგზის ქვესადგურების დაბომბვის გამო, რამდენიმე მატარებელი შეფერხებით იმოძრავებს“, – ნათქვამია უკრაინის რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g