LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lykke Li-მ ახალი ალბომის გარეკანი წარმოადგინა

97

შვედმა ინდი-პოპ დივამ, Lykke Li-მ, ქსელში ახალი ალბომის გარეკანი წარმოადგინა. დისკის სახელწოდება „so sad so sexy“ გახდა და ის რიგით მეოთხე იქნება მუსიკოსის დისკოგრაფიაში. ფირფიტა გაყიდვაში წლის ბოლომდე გამოვა. უახლოეს მომავალში კი ამავე სახელწოდების სინგლის გამოსვლა იგგემება.

მომღერლის ბოლო ალბომი „I Never Learn“ 2014 წლის მაისში გამოვიდა და ამერიკული Billboard 200-ის 29-ე ადგილამდე განთავსდა. ალბომმა კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებები მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები