LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

m2 მომხმარებელს ელექტროსკუტერს ჩუქნის: როგორ ჩავერთოთ აქციაში?

109

დეველოპერული კომპანია m2 მომხმარებელს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, m2 აგრძელებს ეკოლოგიაზე ზრუნვას. საქართველოში ელექტროდამტენების ქსელის შექმნის დაფინანსების შემდეგ m2 ახლა უკვე ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ტრანსორტის პოპულარიზაციას იწყებს.

”ჩვენი კომპანია ამ თემას საგაზაფხულო აქციას უძღვნის. ყველა, ვინც 22 აპრილამდე შეიძენს გარემონტებულ ბინას m2-ში დასაჩუქრდება ელექტროსკუტერით, რომელიც: სრულიად ელექტროა და ძალიან ეკონომიურია; არ აქვს გამონაბოლქვი; სრულიად უხმაუროა; არ საჭიროებს სანომრე ნიშანს და მართვის მოწმობას”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, აქციაში მონაწილეობს m2-ის შემდეგი ენერგოეფექტური კომპლექსები:
• m² იპოდრომთან 2
• m² ყაზბეგზე 2
• m² ჭავჭავაძეზე
• და ოპტიმა ისანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები