LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

m2 უძრავი ქონება: არ ვყიდულობთ ცენტრ პოინტს

277

„m2 უძრავი ქონება“ „ცენტრ პოინტის“ ყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

“კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ არ შეუძენია კომპანია „ცენტრ პოინტის“ აქტივები და არ არის დაინტერესებული მათი შესყიდვით. m2-ს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს პროცესში, რომელიც დაზარალებულთათვის საკუთარი ბინების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებსა და პროცესში მონაწილე სხვა მხარეებს წარუდგინა საკუთარი ხედვა – თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს m2 ამ პროცესში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „m2უძრავი ქონება“ არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს“”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები