LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაასტრიხტში საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი – „ევრო 8000“ წარადგინეს

152
ევრო 8000

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ცნობით, ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, ევროს სამშობლოში, საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი დაიბეჭდა.

გამოცემა, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით შეიმუშავა და დააფინანსა კომპანიამ TRESURIUM, ლიმიტირებულია, ის მხოლოდ 5000 ცალისაგან შედგება.

ევრო 8000“-ის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა, ცნობილ ქართველ მხატვართან გია ჯაფარიძესა და კალიგრაფიის ქართველ ოსტატთან დავით მაისურაძესთან ერთად.

საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია – სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“.