ავტორ-შემსრულებელი მაცაცო თოხაძე ჟურნალ „სარკესთან“ (10 სექტემბრის ნომერი) საუბრობს თავის მოვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ თავად მხოლოდ აფთიაქის საშუალებებს იყენებს. ის მიიჩნევს, რომ დღეს გოგონები საკუთარ გარეგნობას სასტიკად ექცევიან:
„ისეთი ლამაზი და შარმიანი გოგონები ისეთ სისასტიკეებს უკეთებენ საკუთარ სახეს, მტერი რომ ვერ უზამთ. სულ მიკვირს, მართლა მოსწონთ, ნეტა? თუ ვირუსივით არის რამე? ვეღარ ჩერდებიან და მერე ყველაფერს ჰგვანან საკუთარი თავის გარდა…“